ვარდისუბნის საჯარო სკოლა პროექტში „დავუბრუნოთ ნივთებს მეორე სიცოცხლე“ ჩაერთო. პროექტში დაწყებითი კლასების მოსწავლეები გაერთიანდნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის პედაგოგის, ლიანა გოგილაშვილისა და ხათუნა ასანიძეს მიერ დაწესებულ, ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის დაბრუნების პროექტში, მესამე კლასის პედაგოგის, მართა ტაბატაძეს მიერ შექმნილი ეკოკლუბის წევრები გაერთიანდნენ. მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა პედაგოგებმა: ციური ღონღაძემ ,ლია სარალიძემ, ნათელა გორელიშვილმა და ნუნუკა კაპანაძემ მიიღეს.
მართამ ეკოკლუბს გააცნო პროექტის აქტივობები , მისი თქმით, მსგავსი აქციებით ბავშვებს უმაღლდებათ ცნობიერება, ისინი სწავლობენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. როგორც მართა აღნიშნავს, ეკო კლუბი, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ბავშვები პროექტის ფარგლებში ურთიერთობენ მოსახლეობასთან, ცდილობენ ყველა მოქალაქემდე მიიტანონ გზავნილი, რომ არ დააბინძურონ ის ტერიტორია, სადაც უწევთ ცხოვრება. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ უნდა იზრუნონ დედამიწის ეკოლოგიურ სისუფთავეზე და აქტიურადაც დაიწყეს შესრულება.
მოსწავლეებმა უკვე მოაწყვეს აქცია სახელწოდებით „ასწავლე კეთებით...სისუფთავე შინ და გარეთ“ და ჩაატარეს დასუფთავების აქცია ,,ბუნების ჩივილი“. სკოლისა და სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგროვებული ნაგავის ნაწილი დაწვეს, ნაწილი კი დაახარისხეს და ზოგიერთ ნივთს მეორე სიცოცხლე დაუბრუნეს.
იხილეთ ფოტოები