ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ მუნიციპალიტეტის სამხარტვრო სკოლის საგამოფენო დარბაზს ესტუმრა
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისმა“ ხელოვნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა და მოსწავლეებთან ერთად მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზს ესტუმრა.
ხელოვნების გასვლითი გაკვეთილი VII კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა საგამოფენო დარბაზში დაათვალიერეს თვითნასწავლი მხატვრის, ზაზა წულუკიძის ლითონზე შესრულებული მხატვრული ჭედვის ნიმუშები.
მოსწავლეები პირადად გაესაუბრნენ მხატვარს. გალერიაში სტუმრობა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
გასვლითი გაკვეთილის ორგანიზატორები ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე და კლასის დამრიგებელი, მარინა ავალიშვილი იყვნენ.
იხილეთ ფოტოები