პირველკლასელებს „ბუკებს“ ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადასცემენ - განათლების სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
02-11-2021

პირველკლასელთათვის კომპიუტერების გადაცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. როგორც უწყებაში Etaloni.ge-ს განუცხადეს პირველკლასელები კუთვნილ კომპიუტერებს ნოემბრის შუა რიცხვებამდე სრულად მიიღებენ.

„კომპიუტერების გადაცემის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ვისაც ამ ეტაპზე არ მიუღია კუთვნილი ტექნიკა, ისინი ნოემბრის შუა რიცხვებამდე მიიღებენ. სამინისტრო პირველკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემას ნოემბრის შუა რიცხვებში დაასრულებს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში, თუმცა უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, რა გახდა პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ვადების გადაწევის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთათვის კუთვნილი კომპიუტერების გადაცემა ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს კომპიუტერებს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ 2011 წლიდან გადასცემს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203