ინტერნეტ უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით ვარდისუბნის საჯარო სკოლამ მასშტაბური პროექტი განახორციელა
ვარდისუბის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან, ლილი კუპატაძესთან და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგთან - ხათუნი ასანიძესთან ერთად პროექტი - ,,Safer Internet Day 2018“ ,,ინტერნეტ უსაფრთხო დღე“ განახორციელეს. პროექტში უცხოელი პარტნიორი სკოლების პედაგოგები და მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. პროექტი პორტალ ,,eTwinning-ის ფარგლებში ტარდება.
„ყველასათვის ცნობილია რომ ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების,განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს, როგორც მოზრდილებისა ისე ბავშვებისათვის. თუმცა როგორც ვიცით ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
კვლევები გვიჩვენებს რომ იზრდება კიბერბულინგის შემთხვევები, - (ინტერნეტით და საკომუნიკაციო საშუალებებით მოზარდებს შორის ძალადობა, დამცირება) და სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად განხორციელდა პროექტი -,,Safer Internet Day 2018"
რა არის პროექტის მიზანი? -პროექტის მიზანია: მოვახდინოთ ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რომ World Vision საქართველო მხარს უჭერს ონლაინ ტექნოლოგიების და მობილური ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას. მოვაწყვეთ აქცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - ,,გამოიყენე ინტერნეტი უსაფრთხოდ!
ჩატარდა გამოკითხვა თემში თუ როგორ იყენებს ინტრენეტს მოსახლეობა, რა იცის ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, (მოსწავლეები უამბობენ თემს ამის შესახებ), ასევე იცნობს თუ არა უსაფრთხოების საიტს, პრობლემის შემთხვევაში დახმარების გაწევისთვის და ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციას ვუზიარებთ უცხოელ პარტნიორ სკოლებს.
პროექტის ინგლისურ ენაზე თარგმნაში და კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარა სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - ნათია ტაბატაძე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.“ - ნათქვამია ვარდისუბნის საჯარო სკოლის მიერ, ღონისძიების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები