საჯარო სკოლები ზამთრის არდადეგებამდე მხოლოდ ერთი დღე დაისვენებენ
02-11-2021
საჯარო სკოლებისთვის უქმე დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში წინასწარ არის განსაზღვრული. თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ დანიშნავს დამატებით უქმე დღეებს, მასწავლებლებლმა და მოსწავლეებმა, როგორც წესი, წინასწარ იციან, რომელ დღესასწაულზე ისვენებენ და რომელზე - არა. 

ზამთრის არდადეგებამდე  2 თვეა, მანამდე კი მხოლოდ ერთი ოფიციალური უქმე დღეა, როცა საჯარო უწყებებთან ერთად სკოლებიც დაისვენებენ. 

მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის დასვენების დღე იქნება - 23 ნოემბერი, გიორგობა, რომელიც სასწავლო დღეს (სამშაბათს) ემთხვევა.

ცნობისთვის, გასულ სასწავლო წელს, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის დამატებითი არდადეგები 30 აპრილიდან 13 მაისამდე გამოაცხადა. 

იხილეთ: 2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203