შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების 99% სრულად ვაქცინირებულია
03-11-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.
ცენტრის განცახდებით, თანამშრომლების 99% ამ დროისათვის უკვე სრულად ვაქცინირებულია. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კოვიდ პანდემიასთან გამკლავების პროცესში.