გუდაურის საჯარო სკოლამ უკვე დაიწყო მზადება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“ მონაწილეობის მისაღებად.
2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სკოლაში უკვე შეიქმნა გუნდი, რომელიც ჩემპიონატში მონაწილეთა მსურველებით არის დაკომპლექტებული და მასში მერვე, მეათე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ერთიანდებიან. ჯგუფს ისტორიის პედაგოგი, ნაირა აფციაური ხელმძღვანელობს.
გუნდის წევრებმა სამოქმედო გეგმა დიდი ენთუზიაზმით შეიმუშავეს. მართავენ სამუშაო შეხვედრებს, ეცნობიან დამატებით მასალებს, საკუთარი ხელით შექმნეს პლაკატები და მოტივირებულები ელოდებიან „ეტალონის“ შესარჩევი ტურის გამართვას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ პირველი შესარჩევი ტური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაზაფხულზე გაიმართება.
იხილეთ ფოტოები