განათლების სამინისტრო საჯარო თუ კერძო სკოლებისთვის ტრენინგებს, ვებინარებსა და სემინარებს ჩაატარებს
03-11-2021

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერას/მომსახურებას შესთავაზებს სკოლებს სამი მიმართულებით:

1. კომპლექსური დავალება და განმავითარებელი შეფასება;

2. სასკოლო პროექტი;

3. სასკოლო კურიკულუმის განვითარება.

თითოეულ სკოლას მიმაგრებული ჰყავს კოორდინატორი, რომლის მთავარი ფუნქციაა სასკოლო საზოგადოებისგან ზემოხსენებული პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში კონკრეტულ გადასაჭრელ საკითხებზე ინფორმაციის მოგროვება. მათი გათვალისწინებით დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები. ყველა, საჯარო, თუ კერძო სკოლას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ვებინარებში, სემინარებსა და ტრენინგებში. მანამდე კი სკოლებს მიეწოდება სხვადასხვა რესურსი, რომელიც მათ თავიანთ საქმიანობაში დაეხმარება, კერძოდ:

1. გადაცემა „ტელემეგზური

2. სახელმძღვანელოებზე დაფუძნებული ვიდეოგზამკვლევები

3. საგნობრივი გზამკვლევები

4. კომპლექსური დავალებების ნიმუშები

რეფორმის ფარგლებში მხარდაჭერას ახორციელებს ექსპერტებით დაკომპლექტებული 24 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობენ სკოლების საგნობრივ კათედრებთან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით.

ყველა რაიონულ ცენტრს ჰყავს მიმაგრებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორები, რომლებიც სკოლების დირექციასთან არიან კონტაქტზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის პედაგოგებს შეუძლიათ მიმართონ დირექციას ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203