ლეღვანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა
06-02-2018
ლეღვანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა მოხალისე მოსწავლეებთან ერთად ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოიძიეს მსოფლიოს ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. ყურადღება გაამახვილეს საქართველოში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების არსებობაზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ხავსებისაგან ჭაობების მაკეტებიც შექმნეს, რამაც დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203