„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღსაზრდელები მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან. ბაღში თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.
ამჯერად მათი აქტივობის თემა - შემოდგომა იყო. „ნუცას ბაგა-ბაღის“ ბავშვების თვალით დანახული შემოდგომა ფერადი და ბარაქიანია. აღსაზრდელებმა აქტივობების შესრულებისას ისწავლეს წელიწადის ამ ულამაზესი დროისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები და ნამუშევრებით წარმოადგინეს ბუნების მრავალფეროვნება და სიუხვე.
„ნუცას ბაგა-ბაღის“ ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მოსწავლეთა ნამუშევრები და მათი აქტივობების ამსახველი ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ: