„თამაშის კლუბი“ - სიქთარვის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგმა ღია ცის ქვეშ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
თამაშის კლუბი - ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც სიქთარვის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგმა, კალისიამ ღია ცის ქვეშ ჩაატარა.
გაკვეთილი განსხვავებული და შემეცნებითი ხასიათის იყო. თამაშის პარალელურად მოსწავლეების ორიენტირება ინგლისურ სიტყვებსა და სოციალურ უნარებზე ხდებოდა, რაშიც მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს.
ღონისძიება- გაკვეთილის დასასრულს ბავშვებმა ამერიკული ფეხბურთიც ითამაშეს და მოწვეული მასწავლებლის, კალისიას მიერ მომზადებული ცხელი სოკოლადიც დააგემოვნეს.
იხილეთ ფოტოები