უნარების გამოცდა გაუქმდა? - „ნაეკის“ განმარტება
04-11-2021

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგანმანთლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი ცნობილია, რომლის მიხედვითაც ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას, ამ დროისთვის არც ერთი უნივერსიტეტი არ ითხოვს.

გასათვალისწინებელია, რომ „ნაეკმა“ მხოლოდ პროგრამების პირველადი სავარაუდო ჩამონათვალი (ჩასაბარებელი საგნების მიხედვით) გამოაქვეყნა, საბოლოო სია კი „აბიტურიენტის ცნობარში“ განთავსდება, რომელიც  ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყებისთანავე გამოქვეყნდება.

როგორც პროგრამების ჩამონათვალში ვკითხულობთ, ზოგადი უნარების გამოცდა უნივერსიტეტების საგანამანათლებლო პროგრამებს ასარჩევი საგნების ჩამონათვალში მითითებული არ აქვთ - 2022 წლის აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ და გამოდის, უნარების გამოცდა საბოლოოდ გაუქმდა? 

კითხვაზე პასუხისა და მეტი ინფრომაციის მისაღებად Etaloni.ge „ნაეკს“ დაუკავშირდა სადაც კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიიჩნიეს, თუმცა განმარტება გააკეთეს: 

„გვინდა განვმარტოთ, რომ ამ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს“:

ცნობისთვის, ზოგადი უნარები, როგორც ჩასაბარელად სავალდებულო გამოცდა ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 2019 წელს ამოიღებს. 2019 და 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა, მხოლოდ იმ აბიტურიენტებმა ჩააბარეს, ვინც ის საგანამანთლებლო პროგრამები მიუთითეს, რომელსაც ჩასაბარებელ საგანთა სიაში არჩევით საგნად უნარების გამოცდაც მითითებული ჰქონდა.

იხილეთ : რომელ პროგრამებზე გამოცხადებენ უმაღლესები აბიტურიენტების მიღებას

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203