ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებმა წიგნები გადასცეს
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლას ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები, მარი ხოზრევანიძე და ქრისტინე მამუჩაძე ესტუმრნენ. მათ სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
პირველკურსელების განცხადებით მათ გადაწყვიტეს განახლების სკოლისთვის მცირედი საცუქარი გაეკეთებინათ.
„გადავწყვიტეთ მცირედი საჩუქარი გაგვეკეთებინა სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ დავუკავშირდით სკოლის მასწავლებელს,ნათია ბოლქვაძეს,ისიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. ჩვენი მიზანია , ბავშვები დაუმეგობრდნენ წიგნებს. მადლობა გულთბილი დახვედრისთვის„ - განაცხადეს პირველკურსელებმა.
სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და მათ ინიციატივა მოუწონა.
იხილეთ ფოტოები