ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლას, ხარაგაულის სახალხო თეატრის მთავარი რეჟისორი, ირინე ჩხეიძე ესტუმრა
07-02-2018
„მომავლის ხელოვანებმა“ ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლაში, ხარაგაულის სახალხო თეატრის მთავარი რეჟისორი, ირინე ჩხეიძე მიიწვიეს. მოსწავლეებმა მთავარი რეჟისორისგან უშუალოდ მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. მოზარდებს ხარაგაულის თეატრალური ცხოვრების შესახებ ჰქონდათ კითხვები.

ირინე ჩხეიძემ საინტერესოდ ისაუბრა თეატრის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზების შესახებ. საუბარს თან ხარაგაულის თეატრის განვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება ახლდა.

მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ და ათვალიერებდნენ წარმოდგენილ მასალას. კლუბის წევრებმა არაერთი კითხვა დაუსვეს სტუმარს თეატრის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა და დამსწრე პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს სტუმარს სტუმრობისა და საინტერესო საუბრისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203