„ნუცას ბაგა-ბაღი“ აღსაზრდელებს საინტერესო და სახალისო ღონისძიებებს ხშირად სთავაზობს. ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, გამომდინარე აქედან ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.ამჯერად, პატარებისთვის თოჯინების თეატრი გაიმართა. აღსაზრდელები სპექტაკლს დიდი სიხარულითა და ემოციებით უყურებდნენ; თითოეულ მათგანს ეს დღე ძალიან დიდხანს ემახსოვრება.
„
ნუცას ბაგა-ბაღის“ ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში სპექტაკლის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა: