2022 წელს დაწყებითი და ზოგადი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ამ ეტაპზე მხოლოდ 9 უნივერსიტეტს აქვს ჰამოცხადებული. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა მესამე სავალდებულო საგნად მათემატიკა ან ისტორია უნდა აირჩიონ.
გთავაზობთ, უნივერისიტეტების ჩამონათვალს, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე ექნებათ მიღება
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მათემატიკა/ისტორია; მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო - მათემატიკა/ისტორია;
- სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მათემატიკა/ისტორია;
- სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დაწყებითი განათლება" - მათემატიკა/ისტორია;
- სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა -მათემატიკა/ისტორია;
- სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მათემატიკა/ისტორია;
- სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მათემატიკა/ისტორია;
- სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მათემატიკა/ისტორია;
- შპს - კავკასიის უნივერსიტეტი - ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მათემატიკა/ისტორია;
- ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“ - ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათებლო პროგრამა - მათემატიკა/ისტორია.