„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ამ სახელწოდების პროექტი განხორციელდა
07-02-2018

„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, კლასის დამრიგებელმა ამ სახელწოდების პროექტი განახორციელა. 

მარინა ბერუაშვილის მიერ განხორციელებული პროექტის მიზანია მოსწავლეებმა განასხვავონ გარემოში ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები, გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება და თავი დედამიწის შემადგენელ ნაწილად იგრძნონ.

პედაგოგის თქმით, ჩატარებული აქტივობით მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსთვის ადამიანის დაუფიქრებელ ქმედებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203