„ეტალონის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლამ საპატიო მეორე ადგილი მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, „ვეგებებით ახალ წელს“ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლამ საპატიო, მეორე ადგილი მოიპოვა.
კონკურსი მიზნად საქართველოს სკოლებს შორის შემოქმედებითი და ინოვაციური პროცესების წახალისებას ისახავდა და ლანჩხუთის სკოლამ მეორე ადგილის დაკავება საკუთარი კრეატიული და საინტერესო ვიდეო-რგოლის მეშვეობით შესძლო.
კონკურსის მიხედვით, სკოლა შეფასებას FACEBOOK გვერდზე დაგროვებული „ლაიქების“ (მოწონებების) საშუალებით იღებდა.
სკოლა „ეტალონისგან“ სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.