უნივერსიტეტები, რომლებიც 2022 წელს ყველაზე მეტ აბიტურიენტს მიიღებენ
08-11-2021

საბაკალავრო პროგრამათა ჩამონათვალი, რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2022-2023 სასწავლო წლისათვის მიღებას გამოაცხადებენ, აბიტურიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. 

საგანმანათლებლო პროგრამათა სიმრავლის მიხედვით (სამედიცინო მიმართულებების გამოკლებით) პირველ ადგილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იკავებს. უმაღლესმა სასწავლებელმა მიღება 65 პროგრამაზე გამოაცხადა. ამ კრიტერიუმით მეორე ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია - 58 პროგრამით. მესამე ადგილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იკავებს - 41 საგანამანათლებლო პროგრამით.

ჩამონათვალში ისეთი უნივერსიტეტიც შეგხვდებათ, რომელსაც მიღება მხოლოდ ერთ საგანამანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული. ასეთია მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ -  საზოგადოებრივი ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამით,   საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი - ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო  პროგრამით და თბილისის თავისუფალი აკადემია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამით.

საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა უნივერსიტეტების მიხედვით:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 58;
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 65;
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 29;
  4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 41;
  5. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 12;
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 31;
  7. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 25;
  8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 13;
  9. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 15;
  10. საქართველოს უნივერსიტეტი - 25;
  11. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემია -24;
  12. კავკასიის უნივერსიტეტი - 24;
  13. სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - 8;
  14. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 9;
  15. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 22;
  16. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ - 10;
  17. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 6;
  18. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 9;
  19. „გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ – 6;
  20. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი - 7;
  21. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი - 7;
  22. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - 13;
  23. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - 10;
  24. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 8;
  25. „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“ – 10;
  26. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - 10;
  27. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - 22;
  28. ქუთაისის უნივერსიტეტი - 3;
  29. ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - 10;
  30. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი - 5;
  31. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 7;
  32. თბილისის თავისუფალი აკადემია - 1;
  33. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი - 3;
  34. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - 9;
  35. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი - 9;
  36. ევროპის უნივერსიტეტი -6;
  37. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი - 1;
  38. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია - 4;
  39. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - 5;
  40. სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14;
  41. უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმი - 7;
  42. „ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი“ – 3;
  43. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - 3;
  44. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 2;
  45. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 4;
  46. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 3;
  47. მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ – 1;
  48. „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში“ – 2.

გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი, ხოლო  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203