საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პენსიონრები, ვინც 1-ელ იანვრამდე ვაქცინაციას ჩაიტარებენ, სახელმწიფოსგან 200 ლარიან დანამატს მიიღებენ, მათ შორის იქნებიან სისტემაში მომუშავე პენიონერი პედაგოგები.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:
„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“.
ქვეყანაში 700 ათასი საპენსიო ასაკის პირიდან დღეის მონაცმებით აუცრელია 500 ათასი ადამიანი.
იხილეთ: „აცრა სავალდებულო არ გახდება, „მწვანე პასპორტები“ პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება“ - ირაკლი ღარიბაშვილი