ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებს ფაიზერით ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნებათ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით:
„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის 2 დოზით. ამდენად მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებლი მოთხოვნა არასრულწლოვანთა სამედიცინო ჩარევის კუთხით, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და უკვე მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით“
მინისტრის მაოდგილის განცხადებითვე ბავშვებში შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.