ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს სამღერეთის საჯარო სკოლის 35 მოსწავლე შეუერთდა
08-02-2018
სამღერეთის საჯარო სკოლა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს შეუერთდა. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში სკოლის 35 მოსწავლე გაერთიანდა.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC) RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამჟამად ფერმერთა ცენტრები სამღერეთის, ბოგვის, ხაიშის და თეთრიწყაროს N2 სკოლებში ფუნქციონირებს, პროექტის დასასულს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18 სკოლას მოიცავს. 

ზოგადი ინფორმაცია ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის შესახებ - ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი, ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ალტერნატივად აღარ განიხილონ. ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში.
 
შენიშვნა
- YFC ცენტრის აღმნიშვნელი აბრევიატურაა, იშიფრება როგორც Young Farmers Center.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203