გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია „ახლოს ფესვებთან“ განახორციელეს
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტის –„მოგზაურობა „მოსხთა“ ქვეყანაში“–ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო– შემეცნებითი ექსკურსია სახელწოდებით „ახლოს ფესვებთან“, რომლის მარშრუტი იყო: ჩოხატაური–სახარბედიოს მთა (თეკლათის დედათა მონასტერი)– ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმი–ნოქალაქევის მუზეუმ–ნაკრძალი, ორმოც მოწამეთა ეკლესია, შხეფის ციხე–ჩოხატაური.
ექსკურსიაში მონაწილეობდნენ V-VI კლასის მოსწავლეები. სასწავლო–შემეცნებით ვიზიტამდე მოსწავლეთა ინიციატივით ყველა ზემოთ აღნიშნული ღირშესანიშნაობისთვის შეირჩა მეგზური, რომელსაც დაევალა კონკრეტული ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თანაკლასელებისთვის, ორივე კლასი მომზადდაგუნდური შეჯიბრისა და ბლიც ტურისთვის (თემა–ციხე–გოჯი, შხეფის ციხე), აღნიშნული აქტივობა განხორციელდა შხეფის ციხეზე და გამოვლინდა შემდეგი ნომინაციის მფლობელები: წარმატებული გიდი, გუნდის აქტიური წევრი (წევრები), ბლიც–ტურის წარმატებული მონაწილე (მონაწილეები), რომელთაც გადაეცათ საპატიო სიგელები. ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: თამილა ძნელაძე, შორენა ჟღენტი.
იხილეთ ფოტოები