ორლოვკის საჯარო სკოლაში მათემატიკური თამაში „არითმეტიკა და ბუნება“ გაიმართა.
თამაშის ორგანიზატორი შოღიკ ირიციანი იყო. ინტელექტუალურ თამაშს, რომელშიც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, სპეციალური შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.
მოსწავლეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი და სახალისო და საინტერესო ამოცანები სლაიდერის მეშვეობით გადიოდა ეკრანზე.
თამაშის ბოლოს გამარჯვებული გუნდის წევრები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები