დიდი სმადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის გუნდმა სკოლის დირექციის მხარდაჭერით გაზეთი „განთიადი“-ს პრეზენტაცია გამართა. მოსწავლეებმა თავის მეგობრებს გაზეთში განთავსებული წერილები გააცნეს, მათი არსი და მოსწავლეთა შემოქმედება.
გაზეთში გამოქვეყნებული (ან აღწერილი) საკითხები განსხვავებული ფორმატით იყო წარმოდგენილი. თვითმმართველობის თავმჯდომარემ, თენგიზ პაპიძემ ისაუბრა გაზეთის შექმნის მიზანზე და თვითმმართველობის წევრების მიერ გაწეულ შრომაზე. მისი თქმით, აღნიშნული გაზეთი მოსწავლეებს გამოუმუშავებს თავისუფალი აზრის გამოთქმის უნარ- ჩვევებს. გაზრდის მათ აქტიურობას და ჩაბმას სკოლის ცხოვრებაში.
დამსწრე საზოგადოებამ გუნდს მოუწონა აქტიურობა, რაც სკოლის ცხოვრების მიზანმიმართულ საკითხებს ემსახურება.
იხილეთ ფოტოები