მატერიალური ჟურნალის წარმოებას სკოლა ყოველდღიურად გააგრძელებს თუ... რა გამონაკლისი არსებობს კანონში ?!
სკოლებში ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო 2020-2021 სასწავლო წლიდან გახდა, თუმცა განათლების სამინისტროს შესაბამისის პირობების შექმნაზე არ უზრუნია. კლასებში არ არის კომპიუტერი ან სხვა ტექნიკა, რომელსაც პედაგოგები გამოიყენებენ, ამიტომ მათ ნაწილს უჭირს ელექტრონული ჟურნალის ყოველდღიურად შევსება. ტექნიკის უქონლობას
სხვა პრობლემებიც ემატება - ელექტრონული ჟურნალის სისტემური ხარვეზები, პროგრამის გათიშვა... აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს სურთ, კვლავ მატერიალური ჟურნალით იხელმძღვანელონ და როგორც ირკვევა, გამონაკლისების დაშვებაც შესაძლებელია.
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების“ შესახებ მინისტრის ბრძანებაში ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით შემდეგი გამონაკლისი არსებობს: „2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი)“.
იხილეთ:
ყოველ საღამოს, 9 საათზე ელექტრონული ჟურნალი ითიშება - „ემისი“ მიზეზებს განმარტავს