ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების თვალით დანახული შემოდგომის ერთი დღე - ''შემოდგომის ზეიმი''
24-10-2016
ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება შემოდგომის ერთი დღეს მიუძღვნეს. 
,,ფოთლების ზეიმი“ - ასე დაარქვეს ზეიმს.

მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებლებმა, თავიანთი შემოქმედებით, ერთი სასკოლო დღე გაალამაზეს. 

მათ დაამზადეს ხელთნაკეთი ნივთები, ნახატები, ჩანახატები, ლექსები და შემოდგომასთან ასოცირებული ყველა დეტალი.

თითოეულმა კლასმა საკუთარი ,,შემოდგომის მაგიდა“ წარადგინა.

ჟიურის წევრებს ძალიან გაუჭირდათ ნომინაციების გადანაწილება, რადგან როგორც თავად აღნიშნეს, ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად იყო გაკეთებული. 

ხელოვნების მასწავლებლებმა მოსწავლეების მიერ დამზადებული ორიგინალური ხელთნაკეთი ნივთები წარადგინეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203