- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სწავლების დასწრებითი ფორმაზე ვართ. მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ნორმალურია.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?- რთული ამოცანების და გაუგებარი თემების შემთხვევაში, ვატარებთ ზეგანაკვეთურ მეცადინეობებს. მშობლებს ურჩევნიათ, მოსწავლეებმა დრო სკოლაში გაატარონ, რადგან ვიზუალურ სწავლებას დიდი უპირატესობა აქვს, სხვა ფორმატებთან შედარებით. ასე მოსწავლეებს სასწავლო თემებთან დაკავშირებით, უკეთესი წარმოდგენა ექმნებათ.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?- ეპიდემიის გამო, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჰიგიენის წესებს.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა მოსწავლე, რომლისთვისაც რაიმე გაუგებარია, მიმართავს მასწავლებელს. პედაგოგი კი მას ეხმარება. ასეთ შემთხვევებში, ვიყენებთ ზეგანაკვეთურ მეცადინეობას.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?- მასწავლებელთა 43 პროცენტი აცრილია. მშობლებს ჯერ არ გაუკეთებიათ ვაქცინა.