დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი შეწყდა და იქნება მხოლოდ „ირიბი მანდატორიზმი“ - „მწვანე პასპორტები“.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი ორი თვის განმავლობაში დააკვირდებია ე.წ. მწვანე ბარათების მომქედების ეფექტურობას:
„ახლა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვაქცინაციის სტიმულირებასთან დაკავშირებით - ესაა მწვანე პასპორტი, რომელიც ირიბი მანდატორიზმის ერთ-ერთი მექანიზმია. სრული მანდატორიზმი ბოლო გასროლა არის ხოლმე და ამიტომ ამაზე ჯერჯერობით საუბარი შეწყდა“.