გაეზრდებათ თუ არა ანაზღაურება სპეცმასწავლებლებსაც? - განათლების სამინისტრო განმარტავს
იანვრიდან სტატუსიან მასწავლებელებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ, - აღნიშნულის შესახებ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში წერია. ეხება თუ არა ხელფასის მატება სტატუსის მქონე სპეცმასწავლებლებს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge - ს არაერთმა მასწავლებელმა მიმართა, შესაბამისად საკითხის დასაზუსტებლად განათლების სამინისტროს მივმართეთ. როგორც უწყებაში განგვიცხადეს,
იანვრიდან ხელფასი 100 ლარით სტატუსის მქონე სპეცმასწავლებლებსაც გაეზრდება.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 2021 წლის 18 იანვარის
ბრძანებით, „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობებში“ განსაზღვრულიაა სპეცმასწავლებლების სტატუსის დანამატები:
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:
- ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;
- ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი სპეციალური მასწავლებლისათვის იანგარიშება იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:
- ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 370 ლარს;
- ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 420 ლარს;
- გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;
- დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;
- ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:
- ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 550 ლარს;
- ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;
- გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;
- დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;
- ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;
იხილეთ ასევე:
სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ - ფინანსთა მინისტრიმასწავლებლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება