ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის, ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში პროექტი „მზარეულები“ განხორციელდა
08-02-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-3 კლასში (კლ. ხელ-ლი: ანა კვირკაშვილი) პროექტი სახელწოდებით „მზარეულები“ განხორციელდა. პროექტის მიზანი ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია  იყო. 

პროექტი გამომდინარეობდა სასწავლო პროგრამიდან (ქართული ენა და ლიტერატურა). კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია მისთვის სასურველი კერძი, გადანაწილდნენ ოჯახებში და დაიწყეს მომზადება. 

მათ თავად აირჩიეს საჭირო ინგრედიენტები და თავიანთი ხელით მოამზადეს კერძებიც. მომზადების პროცესი მხიარულად წარიმართა. ბავშვებმა მზა კერძები საკლასო ოთახში  მოიტანეს, სადაც დეგუსტაცია მოეწყო. ჯგუფებმა ისაუბრეს როგორ მოამზადეს კერძები და რა მონაწილეობა მიიღო თითოეულმა მათგანმა. 

ჯგუფები მასწავლებლისა და მშობლების მიერ შეფასდა და საბოლოოდ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203