ახმეტის ბიბლიოთეკაში გამართული კონფერენცია დავითობის დღესასწაულსა და თსუ-ს იუბილეს მიეძღვნა
08-02-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დავით აღმაშენებლის ხსოვნის დღისადმი და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის თავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა ხმეტის მუნიციპალიტეტის კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა და N1  საჯარო სკოლაში არსებულმა ისტორიულ-ლიტერატურული კლუბის წევრებმა მიიღეს.

კონფერენციის შემდგომ გამართულ საინტერესო დისკუსიებში  გამოიკვეთა უნივერსიტეტის  რექტორების, ივანე ჯავახიშვილის, ნიკოლოზ კეცხოველის, პეტრე მელიქიშვილის  ღვაწლი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
 
მსგავსი შეხვედრები მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203