„ძალიან მომწონს კომპლექსური დავალებების ფორმატი“-ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი ნავრეზ შავრეშიანი
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი ნავრეზ შავრეშიანი საუბრობს.- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?- სწავლების პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად დასწრებითი ფორმით. მშობელთა და მოსწავლეების განწყობა ეპიდვითარებასთან დაკავშირებით არაერთფეროვანია.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?- ძალიან მომწონს კომპლექსური დავალებების ფორმატი, იგივეს აფიქსირებენ მასწავლებლები და მშობლებიც.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასკოლო ღონისძიებები შეზღუდულია, აქტივობები ძირითადად ელექტრონული რესურსების გამოყენებით ხორციელდება.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?- მცირეკონტიგენტიან სკოლებში გაცდენები გაცილებით ნაკლებია, აქედან გამომდინარე შაბათი დღის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?- ჩვენს სკოლაში ამჟამად აცრილია (ორჯერადად) მასწავლებელთა 44 პროცენტი, ხოლო სასკოლო საზოგადოების 33 პროცენტი, მშობლების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ კვლავ უარყოფითი რჩება.