სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხ ქართულ და ოთხ სომხურ საჯარო სკოლას შორის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა
24-10-2016
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხ ქართულ და ოთხ სომხურ საჯარო სკოლას შორის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი სახელწოდებით ,,მეგობრობის თასი“ გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ახალქალაქის №5 საჯარო სკოლაში, რომელმაც გაიმარჯვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ და მის მიერვე დაფინანსებულ პროექტში.
 
პროექტის პარტნიორები იყვნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია და სამცხე-ჯავახეთის სასკოლო სპორტის ფედერაცია.   

ტურნინრი გაიმართა გუნდური პრინციპით. 

თითოეული სკოლის გუნდში გაერთიანებული იყო სამი გოგონა, სამი ვაჟი, ერთი მშობელი და ერთი მასწავლებელი.  

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდმა. 

გამარჯვებულები და საუკეთესო მოთამაშეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203