ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია და შესაბამისად, მოსახლეობას ყოველდღიურად აქვს შიში - მორიგი „ლოქდაუნი“ არ გამოცხადდეს, განსაკუთრებით შიშობენ, კვლავ არ დაიხუროს სკოლები და ბავშვებმა, თუნდაც წერტილოვანი შეზღუდვების ფონზე, შეძლონ შედარებით უკეთესი განათლების მიღება მშობლიური სკოლის კედლებში.
დაწესება თუ არა მორიგი შეზღუდვები და დაიხურება თუ არა სკოლები? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება:
„დღესაც 4445 შემთხვევაა და 77 გარდაცვლილი. ამ ყველაფერს შეაკავებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის პროცესი. არავითარი შეზღუდვა არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა, 200 ლარიანი წახალისება 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის“.