წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დავითობის დღესასწაულს გაკვეთილი მიუძღვნეს
09-02-2018
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI-ა კლასის მოსწავლეებისათვის დავითობა განსაკუთრებული დღე იყო. საგანში ჩვენი საქართველო, რომლის პედაგოგიც ფიქრია გიორხელიძეა, სპეციალური გაკვეთილი დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. 

გაკვეთილისთვის მოსწავლეებმა მოიძიეს შესაბამისი ინფორმაციები და მსმენელს მათი პრეზენტაცია შესთავაზეს. მათ დეტალურად ისაუბრეს დავითის ღვაწლზე და მის რეფორმებზე საქართველოს განვითარებისთვის.

შინაარსობრივად ძალიან დატვირთული იყო ასევე მომდევნო გაკვეთილი, სადაც ინტელექტუალური თამაში „ცოდნა ბედნიერებაა“ ჩატარდა. თამაში ინტეგრირებული იყო ბუნებისმეტყველებასა (პედ: დალი სილაგაძე) და ისტორიაში (პედ: ინგა არაბიძე). თამაშის წესის მიხედვით, ოთხი მოსწავლე რიგ-რიგობით ავლენდა ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს.  თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები სკოლის დირექტორმა გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203