სავანეთის საჯარო სკოლა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებულ „ეტალონის“ მეორე ღონისძიებაზე საუბრობს
09-02-2018
სავანეთის საჯარო სკოლა ბოლნისში, დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებულ „ეტალონის“ მეორე ტურზე საუბრობს.

„კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ მეორე ტური ჩატარდა. მას რეგიონულ შეხვედრას  პირველ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებიდან (ქართული, სომხური,აზერბაიჯანული, კერძო) და ა.შ, სკოლის დირექტორები პედაგოგები, ბოლნისის გამგეობა, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ეტალონის“ წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა სხვადასხვა სკოლებიდან მოწვეული მოსწავლეები გაამხნევა, დადებითი მუხტით განაწყო და წარმატებები უსურვა. გამოვლინდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ მეორე ტურში გამარჯვებული მოსწავლე ბოლნისის სასულიერო სკოლიდან. 

ჩვენი სკოლა აზერბაიჯანულია და მათთვის დიდი პრიორიტეტი იყო მონაწილეობის მიღება, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რადგან ერთის გამარჯვება ყველა მონაწილის გამარჯვებაა.“ - განაცხადეს სავანეთის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203