მაკულატურის შეგროვების კამპანიას რცხმელურის საჯარო სკოლაც შეუერთდა
09-02-2018
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაწყებულ მაკულატურის შეგროვების კამპანიას რცხმელურის საჯარო სკოლაც შეუერთდა. 

რცხმელურში მაკულატურის შეგროვების პროცესი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლაში ორივე სართულზე ბავშვებმა დადგეს ყუთები და თითოეულ მოსწავლეს თხოვეს მიეტანათ გარკვეული რაოდენობის მაკულატურა და თვითონაც მიეღოთ მონაწილეობა ამ კამპანიაში. 

აქციას ხალისით შეუერთდნენ მასწავლებლებიც. მათ ეკოკლუბის წევრებს აქტიური დახმარება გაუწიეს და საკმაოდ დიდი რაოდენობის მაკულატურაც შეაგროვეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203