არაშენდის საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლები უფროსკლასელებს შეხვდნენ
09-02-2018

არაშენდის საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლები უფროსკლასელებს შეხვდნენ.

მოსწავლეებმა ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ  ისაუბრეს. გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი საკითხები

1. თაობათა შორის გაუცხოება, რომელსაც იწვევს ოჯახებში არსებული მძიმე სოციალური გარემო.  არსებული პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეებს საჭიროდ  მიაჩნიათ ბავშვებსა და მშობლებს შორის და უფროსკლასელებსა და უმცროსკლასელებს შორის ხშირი შეხვედრები ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში.

2. ფასეული ღირებულებების არქონა, რომელსაც იწვევს საჭირო განათლების ნაკლებობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მათ ჩართულობას კულტურულ-საგანმანათლებლოდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203