თუ მოსწავლეს კოვიდი დაუფიქსირდა - რა შემთხვევაში არ გადადის კლასი დისტანციურ სწავლებაზე?
18-11-2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა განცხადებები ყოველდღიურად შედის. გარდა ცალკეული მოსწავლეების მოთხოვნისა, ონლაინ სწავლებაზე გადადის კლასიც, თუ რომელიმე ბავშვს კორონავირუსი დაუფიქსირდა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელებმა შესაძლოა სწავლა დასწრებულად განაგრძონ.

კლასში თუ კოვის-19 რომელიმე მოსწავლეს აღმოაჩნდა, ფაქტს, პირველ რიგში, დამრიგებელი იგებს, შემდეგ კი - დირექცია, თუმცა კონკრეტულად სკოლა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, კლასი თუ - არავინ, ამას ჯანდაცვის სამსახური წყვეტს.

როდის გადადის კლასი დისტანციურ სწავლებაზე?

თუ მოსწავლეს დაუფიქსირდა ვირუსი და ის ბოლო 48 საათის განმავლობაში სკოლაში დადიოდა, ამ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია და კლასი სრულად გადავა დისტანციურ სწავლებაზე.

რა შემთხვევაში არ გადავა კლასი დისტანციურ სწავლებაზე?

თუ მოსწავლე კოვიდინფიცირებულია, თუმცა ტესტის გაკეთებამდე/ დადასტურებამდე 48 საათი სკოლაში არ ყოფილა (არ დადიოდა, ან შაბათ-კვირა დაემთხვა), ამ შემთხვევაში კლასი დასწრებულ სწავლებას განაგრძობს.

რა სახის კონტაქტი ითვლება ინფიცირებისთვის ახლო კონტაქტად?

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მაღალი რისკის კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან  ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:

  • ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;
  • ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან;
  • ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულთან ხველისა და ცემინების დროს;
  • რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203