„მშობლების მხრიდან მხარდაჭერასა და ნდობას ვგრძნობთ“-ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი საუბრობს.- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებითი სახით მიმდინარეობს. სკოლა ყველანაირად მზადაა სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და ჰიგიენური ნორმების დაცვით. ზაფხულში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გასულ სასწავლო წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ეპიდვითარებას სრულად ვაკონტროლებთ და შესაბამისად, მშობლების მხრიდან მხარდაჭერასა და ნდობას ვგრძნობთ.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?- მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში მოვაწყვეთ დასუფთავების აქცია, რომელშიც ჩაერთო ყველა მასწავლებელი, მშობლები, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ მთლიანად დასუფთავდა სკოლის შენობა, ეზო და მიმდებარე ტერიტორია. მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლაზე. სექტემბერში ორმა პედაგოგმა აიმაღლა სტატუსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. სამმა მასწავლებელმა პროფესიულ უნარებში გრძელვადიანი ტრენინგკურსი გაიარა და ელოდებიან სტატუსის ამაღლებას. სახელმწიფო ენის სწავლების სხვადასხვა დონის პროგრამა წარმატებით გაიარა რამდენიმე მასწავლებელმა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში მოაწყვეს შემოდგომის კუთხეები; წაიკითხეს ლექსები და იმღერეს სიმღერები.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?- სასკოლო საზოგადოების აცრილთა პროცენტულობა ძალიან დაბალია, ჯერ მხოლოდ ორი მასწავლებელია აცრილი. ინფორმაციას ფლობენ და აცრის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ.