„პანდემიიდან გამომდინარე, დამატებითი ღონისძიებები და აქტივობები, ძირითადად, ონლაინ ან საკლასო სივრცეში ხორციელდება“-გომანის საჯარო სკოლის დირექტორი
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი საუბრობს.
- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებით ფორმატში.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?
- პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარე სასწავლო წელს, ძირითადად, დამატებითი ღონისძიებები, აქტივობები ონლაინ ან საკლასო სივრცეში ხორციელდება.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?
- ჩვენი სკოლის 26 თანამშრომლიდან აცრილია 4 მასწავლებელი, მაქვს ინფორმაცია მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ - არც ერთი არაა ვაქცინირებული.