მასწავლებლებმა, რომლებიც კომპეტენეციის დადასტურების გამოცდაზე გავიდნენ აპელაციაში გადახდილი თანხების დაბრუნებას ელიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ხვალიდან - 18 ნოემბრიდან პედაგოგებს შედეგების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ეს მოხდება ეტაპობრივად და შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი საბოლოოდ.
ვინ მიიღებს აპელაციის თანხას? - ის პედაგოგები, ვისაც საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;
ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.