მასწავლებლების ანაზღაურება ყოველ წელს მოიმატებს? - ბაღის თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ
18-11-2021
2022 წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები 10 %-ით, სტატუსიანი პედაგოგების ანაზღაურება კი 100 ლარით იზრდება - ეს უკვე გაწერილია ბიუჯეტის პროექტში. აქვე საუბარია იმაზე, რომ, სკოლებთან ერთად, ბაღებისთვის 40 მილიონ ლარამდე უნდა გამოიყოს, რაც ნიშნავს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლების ხელფასებიც გაიზრდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ გაისად მეტი რესურსის გამოყოფა შეუძლებელია და მთავრობას აქვს დავალება - 2022 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს ძირითადი პრინციპები, სადაც საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იქნება გარკვეულწილად მოწესრიგებული - ეს გახდება გარანტი, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის საჯარო მოხელის სახელფასო ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება“.

პროექტის მიხედვით, სკოლებისთვის განსაზღვრულია დაახლოებით 90 მლნ, ბაღებისთვის კი - 40 მილიონ ლარამდე -  „ჩვენ ვხედავთ დინამიკას რომ წლების განმავლობაში, შარშანაც, პანდემიის მიუხედავად, მასწავლებლების ხელფასების ზრდა ფიქსირდება და ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ, სანამ არ მივალთ იმ ოპტიმალურ ნიშნულამდე, რასაც ნამდვილად იმსახურებს განათლების სექტორი“ , - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203