თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში მესამეკლასელებმა თამარ მეფის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გამართეს
12-02-2018
თამარის მეფობის ხანის უკეთ შესწავლის მიზნით, თბილისის 103-ე  საჯარო სკოლის მესამე კლასში თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს.

პედაგოგ ლალი, თეთრაძის ხელმძღვანელობით, მესამეკლასელებმა თამარის შესახებ სხვადასხვა ცნობები მოიპოვეს, გამოიკვლიეს მისი მოღვაწეობის პერიოდი, ისაუბრეს თამარის მმართველობის წლებისა და იმის შესახებ თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ წლების განმავლობაში. 

პროექტის „თამარ მეფე“ ფარგლებში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ განმარტეს თუ რატომ ეწოდა მისი მეფობის პერიოდს ოქროს ხანა. გაიხსენეს ლეგენდები და თქმულებები მის შესახებ. წაიითხეს ლექსები და სპეციალურად ამ პროექტისთვის დაამზადეს კედლის გაზეთი. 

ორგანიზატორის თქმით, ამ პროექტით ბავშვებს განუვითარდათ ეროვნული სიამაყის გრძნობა და განუმტკიცდათ სამშობლოს სიყვარული.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203