ყველა პირველკლასელის კომპიუტერით უზრუნველყოფა განათლების სამინისტროსთვის შეუსრულებელ მისიად იქცა. თითქმის 2 თვეა პირველი კლასის მოსწავლეების ნაწილი კუთვნილ „ბუკს“ ელოდება, ჩხენკელის უწყება კი ყოველი დასახელებული „ბოლო“ ვადის ამოწურვის შემდგომ, ახალ ვადას ასახელებს.
რატომ გაჭიანურდა კომპიუტერების დარიგება - ამ კითხვაზე პასუხი უცნობია, თუმცა როგორც 18 ნოემბერს etaloni.ge - სამინისტროს ცხელ ხაზზე განუცხადეს, ყველა პირველკლასელი, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება კომპიუტერს, მას თვის ბოლოსთვის მიიღებს - „კომპიუტერების გადაცემა დაწყებულია და ნოემბრის ბოლოს დასრულდება“.
აღსანიშნავია ისიც, რომ წესით კუთვნილი კომპიუტერები მოსწავლეებს 4 ოქტომბერს სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს უნდა მიეღო თუმცა მას შემდგომ სამინისტრომ კომპიუტერების ჩაბარების ვადა 4-ჯერ გადაწია.