შეიცვლება თუ არა საერთო სამაგისტრო გამოცდის ფორმა? - ნაეკის პასუხი
23-11-2021

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტებს მთელი რიგი სიახლე ელოდებათ. იმის გარდა, რომ ცვლილება შევიდა ქართულისა და გეოგრაფიის ტესტში, გაფართოვდა მესამე არჩევითი საგნების ჩამონათვალიც.

პირველადი მონაცემებით უნივერსიტეტებმა ზოგადი-უნარ ჩვევების გამოცდა არცერთ საგანმანთელბლო პროგრამის მესამე არჩევითი საგნის ჩამონათვალში არ შეიტანეს. ამ ფაქტმა კითვები გააჩინა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებში.

Etaloni.ge-ს აქტიურად წერენ, ხომ არ იგეგმება სამაგისტრო გამოცდის ფორმატის ცვლილებაც, რადგან ზოგადი უნარების გამოცდა უკვე აღარ ბარდება, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები კი სტრუქტურით მსგავსია?

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში Etaloni.ge-ს განუცხადეს, საერთო სამაგისტრო გამოცდებში 2022 წელს ცვლილება არ იქნება და მაგისტრობის მსურველები ტესტებს ჩვეული ფორმით ჩააბარებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203