შუხუთის საჯარო სკოლაში რუსული ენის შემსწავლელი წრე ფუნქციონირებს. წრის ხელმძღვანელი ამავე სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რესმიგულ რამიზაშვილია.
წრეში გაწევრიანებულები არიან VI-VIII კლასის მოსწავლეები. მათი მუშაობის მთავარი მიზანი რუსული ენის პოპულარიზაციაა და ამასთან მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა აქტივობები და ხელის შეწყობა საასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
წრის ხელმძღვანელის თქმით, მუშაობის ძირითადი ამოცანაა, რუსული ენის მიმართ ინტერესის გაღვივება, ტოლერანტული დამოკიდებულება უცხოური კულტურის მიმართ. მოსწავლეები მოტივირებული არიან და ინტერესით მუშაობენ.
შეხვედრა იმართება ყველა პარასკევს, კვირაში ერთხელ.
იხილეთ ფოტოები