ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეოთხეკლასელებს ინტელექტ-თამაში უფროსკლასელმა მოსწავლემ ჩაუტარა
ზესტაფონის კერძო სკოლა ანაბასისის IV კლასის მოსწავლეებს ინტელექტუალური თამაში მეცხრე კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ ქეთი ფანცხავამ ჩაუტარა.
თამაში ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. პატარები ორგანიზებულად და მოტივირებულად ჩაებნენ თამაშში და შესანიშნავად შესძლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.
პედაგოგები თეა გურაბანიძე, ლია გუმბერიძე, ჟანა ჭურაძე.
იხილეთ ფოტოები