ოლადაურის საჯარო სკოლაში ლიტერატურულმა წრემ „იმედი“ ნიაზ ბოლქვაძის წიგნი განიხილა
ოლადაურის საჯარო სკოლაში ლიტერატურულმა წრემ „იმედი“ ნიაზ ბოლქვაძის წიგნის „აზროვნების ეკოლოგია კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება“ განხილვა მოაწყო.
განხილვაში მონაწილეობა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
საინტერესო მსჯელობისა და განხილვის ინიციატორები სკოლის დირექტორი, მერაბ ფუტკარაძე და პედაგოგები: ნათელა ფუტკარაძე და თამაზ მაკარიძე იყვნენ.